Saturday, November 16, 2013

მეცხრე დღე

  დღეს დასრულდა ჩვენი ტრენინგი. მოვახდინე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. დათოს ბოლო მითითებების და შენიშვნების გათვალისწინებით კიდევ უფრო დაიხვეწა ცალკეული დეტალი. შევეცადე, რომ პორტფოლიოს უფრო სრულყოფილი და საბოლოო სახე მიეღო. საინტერესოა, რა შეფასებას დაიმსახურებს ჩემი ნამუშევარი.
  მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო დათოს – ჩვენს ტრენერს. იგი საუკეთესო ტრენერია და შესანიშნავი ადამიანი, დიდი პასუხისმგებლობით და ძალისხმევით ეკიდება საკუთარ საქმეს. დიდი სიამოვნებით დავესწრები მის ტრენინგებს მომავალშიც.


ნინო კახიძის პროექტის პორტფოლიო

Sunday, November 10, 2013

მერვე დღე

  ტრენერმა კიდევ ერთხელ მოგვცა მითითებები წარმატებული პორტფოლიოს შესაქმნელად. კიდევ ერთხელ განვიხილეთ ის საქაღალდეები, რომელიც უნდა ჩავალაგოთ პორტფოლიოში.
  წინ გველოდება ბოლო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დღე – ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაცია. იმედია წარმატებული დღე იქნება.

მეშვიდე დღე

  დღეს მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია. საკმაოდ საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს ჯგუფის წევრებმა. ჩემი ბუკლეტიც ურიგო არ იყო და მოწონება დაიმსახურა.
  ტრენინგი დასასრულს უახლოვდება და ვცდილობ თავი მოვუყარო იმ ახალ ცოდნას, რომელიც მივიღე ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ ტრენერსაც ეტყობა გარკვეული დაძაბულობა. რა თქმა უნდა, მას სურს, რომ ყველა ჩვენთაგანმა დადებითი შედეგი და შეფასება მიიღოს.   

Tuesday, November 5, 2013

მეექვსე დღე

სამწუხაროდ, მეხუთე დღე გავაცდინე საპატიო მიზეზის გამო, ამიტომ თემის პრეზენტაციის გაკეთება მომიწია დღეს.შეიძლებოდა, რომ ეს პროცესი უფრო სრულყოფილი ყოფილიყო. დღევანდელ მეცადინეობაზე პრეზენტაცია ავტვირთეთ დისკზე. ვთვლი, რომ ამ მოქმედებას ასე თუ ისე დავეუფლე და აუცილებლად დავხვეწ ტრენინგის დასრულებამდე. დღეს აგრეთვე ვიმუშავე შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზზე. მე მგონი, კარგად შევუსაბამე დროის ჩარჩოს, რომელშიც ასევე დღეს შევიტანე გარკვეული ცვლილებები ჩვენი ტრენერის შენიშვნების გათვალისწინებით. მივიღეთ ბევრი დავალება.აუცილებლად შევეცდები შევასრულო სრულყოფილად.

Sunday, November 3, 2013

პროექტის თემის პრეზენტაცია

პროექტის თემის პრეზენტაციის სანახავად დააწკაპეთ ბმულზე


Monday, October 28, 2013

მეოთხე დღე

   წარმოვადგინე დაგეგმილი პროექტის ჩემს მიერ შექმნილი ბუკლეტი და ვისწავლე ბლოგზე მისი ატვირთვა და გაზიარება.
   ვიმსჯელეთ მომდევნო აქტივობაზე – შეფასების შემუშვება. შეფასების სხვადასხვა ფორმა მეხმარება გამოვავლინო მოსწავლეთა ცოდნა, მათ მიერ მნიშვნელოვანი ცნებების გააზრება და უნარ–ჩვევების დაუფლება.
   შეფასების რუბრიკის შერჩევა მეხმარება ხელი შევუწყო მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას სწორი მიმართულების შენარჩუნებაში.
    გავაანალიზეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნა, რაც აუცილებელი წინაპირობაა საბოლოოდ ხარისხიანი პროდუქტის მიღებისა.