Saturday, November 16, 2013

მეცხრე დღე

  დღეს დასრულდა ჩვენი ტრენინგი. მოვახდინე პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. დათოს ბოლო მითითებების და შენიშვნების გათვალისწინებით კიდევ უფრო დაიხვეწა ცალკეული დეტალი. შევეცადე, რომ პორტფოლიოს უფრო სრულყოფილი და საბოლოო სახე მიეღო. საინტერესოა, რა შეფასებას დაიმსახურებს ჩემი ნამუშევარი.
  მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო დათოს – ჩვენს ტრენერს. იგი საუკეთესო ტრენერია და შესანიშნავი ადამიანი, დიდი პასუხისმგებლობით და ძალისხმევით ეკიდება საკუთარ საქმეს. დიდი სიამოვნებით დავესწრები მის ტრენინგებს მომავალშიც.


ნინო კახიძის პროექტის პორტფოლიო

Sunday, November 10, 2013

მერვე დღე

  ტრენერმა კიდევ ერთხელ მოგვცა მითითებები წარმატებული პორტფოლიოს შესაქმნელად. კიდევ ერთხელ განვიხილეთ ის საქაღალდეები, რომელიც უნდა ჩავალაგოთ პორტფოლიოში.
  წინ გველოდება ბოლო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დღე – ჩვენი პორტფოლიოს პრეზენტაცია. იმედია წარმატებული დღე იქნება.

მეშვიდე დღე

  დღეს მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია. საკმაოდ საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს ჯგუფის წევრებმა. ჩემი ბუკლეტიც ურიგო არ იყო და მოწონება დაიმსახურა.
  ტრენინგი დასასრულს უახლოვდება და ვცდილობ თავი მოვუყარო იმ ახალ ცოდნას, რომელიც მივიღე ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ ტრენერსაც ეტყობა გარკვეული დაძაბულობა. რა თქმა უნდა, მას სურს, რომ ყველა ჩვენთაგანმა დადებითი შედეგი და შეფასება მიიღოს.   

Tuesday, November 5, 2013

მეექვსე დღე

სამწუხაროდ, მეხუთე დღე გავაცდინე საპატიო მიზეზის გამო, ამიტომ თემის პრეზენტაციის გაკეთება მომიწია დღეს.შეიძლებოდა, რომ ეს პროცესი უფრო სრულყოფილი ყოფილიყო. დღევანდელ მეცადინეობაზე პრეზენტაცია ავტვირთეთ დისკზე. ვთვლი, რომ ამ მოქმედებას ასე თუ ისე დავეუფლე და აუცილებლად დავხვეწ ტრენინგის დასრულებამდე. დღეს აგრეთვე ვიმუშავე შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზზე. მე მგონი, კარგად შევუსაბამე დროის ჩარჩოს, რომელშიც ასევე დღეს შევიტანე გარკვეული ცვლილებები ჩვენი ტრენერის შენიშვნების გათვალისწინებით. მივიღეთ ბევრი დავალება.აუცილებლად შევეცდები შევასრულო სრულყოფილად.

Sunday, November 3, 2013

პროექტის თემის პრეზენტაცია

პროექტის თემის პრეზენტაციის სანახავად დააწკაპეთ ბმულზე


Monday, October 28, 2013

მეოთხე დღე

   წარმოვადგინე დაგეგმილი პროექტის ჩემს მიერ შექმნილი ბუკლეტი და ვისწავლე ბლოგზე მისი ატვირთვა და გაზიარება.
   ვიმსჯელეთ მომდევნო აქტივობაზე – შეფასების შემუშვება. შეფასების სხვადასხვა ფორმა მეხმარება გამოვავლინო მოსწავლეთა ცოდნა, მათ მიერ მნიშვნელოვანი ცნებების გააზრება და უნარ–ჩვევების დაუფლება.
   შეფასების რუბრიკის შერჩევა მეხმარება ხელი შევუწყო მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას სწორი მიმართულების შენარჩუნებაში.
    გავაანალიზეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნა, რაც აუცილებელი წინაპირობაა საბოლოოდ ხარისხიანი პროდუქტის მიღებისა.
  

მესამე დღე

   ვისწავლე ბუკლეტის, სტატიის მომზადება, რაც დამეხმარება მომავალში დავაინტერესო მოსწავლეები და მათი მშობლები გარკვეულ თემაზე პროექტის განხორციელებაში.
   განვიხილეთ მე-2 მოდულის  მთავარი კითხვა, ამოცანები, გავაანალიზეთ სტანდარტები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მათი კომპონენტები (ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი კითხვები), რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინო სასწავლო პროექტის დაგეგმვის დროს და ამით ხელი შევუწყო მოსწავლეებს მაღალი დონის უნარების განვითარება–გამოყენებაში, ძირითადი ცნებების სრულყოფილად გაგებაში და ფაქტობრივი ინფორმაციის ორგანიზებაში.  

Sunday, October 20, 2013

მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღეს შევისწავლეთ პროექტის დაგეგმვა. განვიხილეთ გეგმის შაბლონი, რის მიხედვითაც უნდა დავგეგმოთ ჩვენი კონკრეტული პროექტი. ვისაუბრეთ 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევებზე, რომელთა განვითარება მოსწავლეთათვის აუცილებელია. ამის მიღწევაში გვეხმარება პროექტის პორტფოლიო. განვიხილეთ პორტფოლიოს სტრუქტურა, რა საქაღალდეები უნდა იდოს მასში.შევისწავლეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, ვისაუბრეთ პუბლიკაციების მომზადებაზე და გამოქვეყნებაზე.
ეს დღე ჩემთვის ძალზედ ნაყოფიერი და ახალი ინფორმაციით დატვირთული გამოდგა.

პირველი დღე

ტრენინგის პირველი დღე საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო. ტრენერმა კურსის მონაწილეებს გაგვაცნო ტრენინგის პროგრამა, გააკეთა ინტელის ძირითადი კურსის და ცალკეული მოდულის ზოგადი მიმოხილვა. გვესაუბრა კურსის მიზნებზე და ამოცანებზე, თუ როგორ გამოვიყენოთ კომპიუტერული ტექნოლოგიები სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად.გვასწავლა ტექნოლოგიური ინსტრუმენტების და რესურსების გამოყენება, რაც დაგვეხმარება შემდგომ მუშაობაში.შეიქმნა კურსის მონაწილეთა ჯგუფი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას აქტიურად ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან.